saqarTvelos mdinareebi - aWariswyali
სათავე | არსიანის ქედი |
სიგრძე | 90 კმ |
აუზის ფართობი | 1540 კმ² |
მდინარე აჭარაში, ჭოროხის მარჯვენა შენაკადი. იგი სათავეს იღებს არსიანის ქედზე, მიედინება ვიწრო, ღრმა ხეობაში, შესართავთან ფართოვდება. სიგრძე 90 კმ-ია, აუზის ფართობი - 1540 კმ². მდინარე საზრდოობს სხვადასხვა წყაროებით, ძირითადად წვიმის წყლებით. ახასიათებს ადიდება მთელი წლის განმავლობაში. აჭარისწყალზე არის აწჰესი - აჭარისწყლის ჰიდროელექტროსადგური.